суббота, 29 мая 2010 г.


პროექტის სახელი:“ ტყე შეუნახე შვილებსა“

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა. ისინი ნათლად აცნობიერებენ ბუნების დაცვისა და გაფრთხილების აუცილებლობას.
პროექტის სრული აღწერა:
ჯგუფს ვყოფ სამ ნაწილად. პირველ ნაწილს ევალება, მოიძიონ ლექსები, ნარკვევები ტყესა და ტყის ბინადრებზე. 
მეორე ნაწილს ევალება მოიძიონ მასალა გადაშენების გზაზე მდგომ ცხოველებსა და მცენარეებზე. 
მესამე ნაწილის ევალება მოიძიონ მასალა„წითელი წიგნის“ მნიშვნელობაზე, რომელშიც შეტანილია ყველა ის მცენარე და ცხოველი, რომელიც იშვიათი ეგზემპლარია.
ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
მოსწავლის ასაკი: 9 წელი
ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები:
ესკურსია ფოთში“კოლხეთის ნაკრძალის: დათვალიერება
ჰერბარიუმების დამზადება
აღრიცხვა ანუ დაკვირვების შედეგის ჩაწერა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები აცნობიერებენ რომ ტყის გაჩეხვას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის და ტყის ბინადართათვის.უნდა იცოდნენ , რომ თითეულმა ხემ ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწიოს დიდი დროა საჭირო, ამიტომ უნდა დარგონ , რაც შეიძლება მეტი ნარგავები, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ გადასარგავად ანუ ტყის შესავსებათ, რითაც შევინარჩუნებთ ტყეს და თავიდან ავიცილებთ სტიქიურ მოვლენებს.
სარგებელი სხვებისთვის:
სასარგებლო ჩვევები გაუზიარონ თანატოლებს, მეგობრებს, მეზობლებს, რათა ყველამ ერთად იზრუნოს ტყის შენარჩუნებისათვის, ბუნების დაცვისათვის. რათა გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ყველას ვალია.
სამუშაო ენა: ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ: 4. 10 აგროვებს ინფორმაციას (ფოტოები) ნახატები)